საქართველოში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

18 მარტი 2020, 10:53 1724 ნახვა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 38 შემთხვევაა დადასტურებული. ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. ინფორმაცია დაადასტურეს თბილისის ინფექციურ საავადმყოფოშიც. 

"დღეს სიახლე ის გავქვს, რომ შემოგვემატა 4 ახაალი შემთხვევა. 38 ადამიანიდან ერთი სახლშია გაშვებული, 30 ადამიანი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფება, ერთი გაწერილია. ახალდაიფიცირებული პირების კონტაქტები დადგენილია.

4 არასრულწლოვანი რჩება კლინიკაში, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მათთან დაავადების პროგრესირება არ შეიმჩნევა. ეს შეიძლება ჩაითვალოს მაღალ პროცენტად , მაგრამ თუ არ შემოგვემატება ეს გათანაბრდება სავარაუდოდ სხვა ქვეყნებს. 2 ახალ ინფიცირებულთან შეინიშნება მხოლოდ ტემპერატურის მატება 37,5-მდე, ლაბორატორიული ტესტირებით ჯერ მნიშვნელოვანი ცვლილებები არ არის. ამ ეტაპზე არ არის პნევმონია. ეს ორი პაციენტი ჩვენთან მოთავსებული პაციენტის კონტაქტია"- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ." - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.  

მისი განცხადებით, ორი ინფიცირებული თბილისშია, დანარჩენი ორი პაციენტის ადგილმდებარეობის შესახებ კი არ საუბრობენ.  გამორიცხავს, რომ ეს შემთხვევები უკავშირდებოდეს გუდაურში ჩეხი ტურისტების ინფიცირების შემთხვევას. 

კარანტინის რეჟიმშია 1130 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 81 პირი.

38 ადამიანიდან 1 გამოჯანმრთელებულია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი