გიორგი გახარიას განმარტებით, პირველი პაციენტი გამოჯანმრთელდა და ის საავადმყოფოდან გაეწერა. პრემიერმა აღნიშნულის შესახებ დღეს საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
„გვაქვს სასიხარულო ინფორმაცია, რომ პირველი გამოჯანმრთელებული ადამიანი საავადმყოფოდან გაეწერა. ის თვითიზოლაციაში რჩება, მაგრამ სამედიცინო დაწესებულებიდან არის გასული. მადლობა ჩვენ სამედიცინო სექტორის თანამშრომლებს"-განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.