მოგზაურობიდან დაბრუნებული პირები ისევ პოლიციამ წაიყვანა კარანტინში - ამჯერად 13 ადამიანია 

16 მარტი 2020, 15:37 8573 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 24 საათში კიდევ 13 პირი გადაიყვანეს კარანტინში, რომლებმაც თვითიზოლაციის წესები დაარღვიეს. მათ შორის აჭარიდან, შიდა და ქვემო ქართლიდან, გურიიდან, მცხეთა მთიანეთიდან და იმერეთიდან. 

თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო, საკარანტინო ზონებში, იძულების წესით, ჯამში, 55 ადამიანია გადაყვანილი.

'' საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს და პატივი სცეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურის გადაწყვეტილებებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ აღნიშნულ რეგულაციებს'' - წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი