საქართველოს საელჩო საფრანგეთში კორონავირუსთან დაკავშირებით მოქალაქეებს აფრთხილებს:"საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის დღევანდელი განცხადებით, ქვეყანა ეპიდემიის მესამე ფაზაზე გადავიდა. დღეს, ღამის 12 საათიდან დაიხურება ყველა რესტორანი, კაფე, კინოდარბაზი და ღამის კლუბი, ასევე, სასიცოცხლოდ არააუცილებელი ყველა სხვა დაწესებულება. არ დაიხურება: სასურსათო მაღაზიები, აფთიაქები, ბანკები.
ქვეყნის პრემიერ მინისტრი მოსახლეობას მოუწოდებს მინიმუმამდე შეამცირონ გადაადგილება, კონტაქტები და სხვადასხვა სახის ოჯახური შეკრებები. სუსტი ჯანმრთელობის მქონე პირები დარჩნენ შინ და არ მიიღონ მნახველები. თავი აარიდონ მცირეწლოვნებთან კონტაქტს. ცნობისთვის საფრანგეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 838 შემთხვევა გამოვლინდა. ჯამში, დადასტურებულია 4 499 შემთხვევა. გარდაცვლილია 91 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 12.