ისევ პარასკევი და  მორიგი სადავო გადაწყვეტილება 

14 მარტი 2020, 12:42 2601 ნახვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის მთავარი 20 საათზე გამოშვების წამყვანი, თეონა ბაკურიძე რომელიც სამსახურიდან გაათავისუფლეს, სამართლებრივი ბრძოლის გაგრძელებას გეგმავს.მის უფლებებს სასამართლოში იემსი დაიცავს.გათავისუფლებამდე თეონა ბაკურიძეს გასულ პარასკევს მოკვლევის დაწყების მოტივით  წამყვანის უფლება შეუჩერეს, მან ამის შესახებ გადაცემის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე გაიგო.

თეონა ბაკურიძისთვის,  გიორგი კოხრეიძის გადაწყვეტილება  მოულოდნელი არ ყოფილა.  ჟურნალისტი გათავისუფლების მიზეზებს აბსურდულს უწოდებს და ამბობს, რომ ეს სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევას ნიშნავს. რის საფუძველზე გაათავისუფლეს თეონა ბაკურიძე და რა შეფასებები მოყვა ფაქტს პირდაპირ ეთერში თამუნა გაზდელიანი გვეტყვის.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი