ადამიანის უფლებათა დარღვევის არასათანადო გამოძიებაზე საუბრობს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ამერიკის შეერთებული შტატები. სახელმწიფო დეპარტამენტის ეს კონტექსტი 20 ივნისის მოვლენებს ეხება. არასამთავრობო ორგანიზაციებზე დაყრდნობით, 20 ივნისს პოლიციის ქმედებებზე, ასევე ირაკლი ოქრუაშვილის დაკავების პოლიტიკურ მოტივებზე წერს დეპარტამენტი.
ნახსენებია საპრეზიდენტო არჩევნებიც: გამოყოფილია არათანაბარი პირობები, ამომრჩევლის შევიწროვება და შურისძიების შიში. 53 გვერდიან დოკუმენტში საუბარია სასამართლოს წინაშე არსებულ გამოწვევებზეც. უმრავლესობის წევრები ამბობენ, რომ გაითვალისწინებენ ყველა რეკომენდაციას. მათი ოპონენტები კი განმარტავენ, რომ დეპარტამენტი იმ პრობლემებზე წერს, რომლებზეც ოპოზიციური სპექტრი წლებია საუბრობს.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ადამიანის უფლებების ყოველწლიურ ანგარიშში ყურადღება ეთმობა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში, ასევე რუსთავი-2-ში განვითარებულ მოვლენებს. დოკუმენტში საუბარია აჭარის მაუწყებლის ყოფილი დირექტორის ნათია კაპანაძის იმპიჩმენტზეა. აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობა ხშირად ადეკვატურად არ იცავდა კონსტიტუციით გათვალისწინებულ გამოხატვის თავისუფლებას, მათ შორის მედიისთვის.