საწვრთნელი ვარჯიშები – შემაჯამებელი შეხვედრა

22 სექტემბერი 2016, 00:00 3078 ნახვა

ბათუმში დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული უსაფრთხოების წინააღმდეგ ბრძოლის საწვრთნელი ვარჯიშები შეაჯამეს. უწყების ინფორმაციით, წვრთნები, რომელიც 3 დღის განმავლობაში გრძელდებოდა, შვედეთის რადიაციული უსაფრთხოების უწყების და გაერთიანებული სამეფოს ენერგეტიკისა და კლიმატური ცვლილებების დეპარტამენტთან თანამშრომლობით ჩატარდა. შემაჯამებელ ღონისძიებას აშშ-ს ენერგეტიკის დეპარტამენტის წარმომადგენლები და ევროპის სხვადასხვა ქვეყნის სამართალდამცველებიც ესწრებოდნენ.    

ფირუზ ბოლქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში