საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის თანაშემწე თვითიზოლაციაშია

12 მარტი 2020, 12:13 1206 ნახვა

ჯანდაცვის მინისტრის თანაშემწე, რომლის მეუღლესაც კორონავირუსი დაუფიქსირდა, თვითიზოლაციაში იმყოფება. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, თანაშემწეს კორონავირუსზე კვლევა ჩაუტარდა, რომელიც უარყოფითი იყო.

„ჩემი თანაშემწე იმყოფება თვითიზოლაციაში. იმ პერიოდში, როცა მის მეუღლეს დაუფიქსირდა კორონავირუსი, ის უკვე იყო თვითიზოლაციაში. შესაბამისად, გავრცელების რისკი იყო დაბალი. მიუხედავად ამისა, ჩვენ მივიღეთ პრევენციული ღონისძიებები და თანაშემწე უკვე ერთ კვირაა, აღარ იმყოფება სამინისტროში. ეს გვაძლევს იმის საფუძველს, რომ იმედი გვქონდეს, კორონავირუსი მასაც არ დაუფიქსირდება. თუმცა პრევენციულად ჩავუტარეთ მას კვლევა კორონავირუსზე და პასუხი იყო ნეგატიური“, - განაცხადა ტიკარაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი