კომერიციულ ბანკებში 1 აშშ დოლარი სამიან ნიშნულს გადასცდა - ლარი რეკორდულად გაუფასურდა

12 მარტი 2020, 11:11 6245 ნახვა

საქართველოს ეროვნული ვალუტა ანტირეკორდულ ნიშნულზეა. სავალუტო ჯიხურებში ერთი ამერიკული დოლარი 2 ლარი და 98 თეთრი ღირს, ევრო კი 3.35 – 3.40 ლარის ფარგლებში მერყეობს. კომერციულ ბანკებში კი ლარმა ანტირეკორდი მოხსნა და სამიან ნიშნულს გადასცდა. აქ ერთი ამერიკული დოლარის შეძენა 3.0100 ლარადა  შესაძლებელი, ხოლო ევრო 2.4190 ღირს. მაშინ როცა 11 მარტის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ღირებულებად 2.8791 ლარი დადგინა, რაც აქამდე მოქმედ კურსთან შედარებით 3.28 თეთრით მეტია.

ლარი გაუფასურდა ევროსთან მიმართებაშიც, ევრო ეროვნული ბანკის დადგენილი ახალი კურსით 3.2591 ლარი ღირს.

პრემიერ მინისტრი  ეკონომიკურ გუნდს დღის ბოლომდე ეკონომიკური სტიმულირების გეგმის წარმოდგენას ავალებს. ამის შესახებ გიორგი  გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. 

"მოგეხსენებათ, რომ პირველ რიგში ჩვენი გამოწვევა და ვალდებულებაა ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ჯანმრთელობაზე, მაგრამ ასევე პრიორიტეტია, ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის შემდგომ ეკონომიკურ განვითარებაზე და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეფექტურად ვუპასუხოთ იმ გამოწვევებს, რომელიც ამ ვირუსის გავრცელებით შეიძლება, მიადგეს ჩვენს ეკონომიკას.

სწორედ ამიტომ, ეკონომიკურ გუნდს ევალება, უახლოეს პერიოდში, დღეს, დღის ბოლომდე შემუშავებული გეგმის სახით წარმოგვიდგინოს ეკონომიკური სტიმულირების კონკრეტული გეგმა, რომელიც განხორციელდება ხვალიდან. ეს არის ძალზედ მნიშვნელოვანი, რადგან ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ გარდა ჯანმრთელობისა, ჩვენ ყველას გვაქვს ჩვენი ვალდებულებები და პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისა და მათი სოციალურად უზრუნველყოფის წინაშე", – განაცხადა პრემიერმა. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი