207 მილიონი დოლარის ფულადი რესურსი, აჭარაში მხოლოდ გასულ წელს შემოვიდა. მართალია ციფრი 2018 წლის მონაცემებზე მაღალია, თუმცა ჩამორჩება 2015-2016 წლებს. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში გაუმჯობესებულ ეკონომიკურ გარემოზე საუბრობენ.
უცხოურთან ერთად მოიმატა ადგილობრივმა ინვესტიციებმაც. ეკონომისტები ყვებიან, რომ აჭარა უცხოური კაპიტალისთვის ენერგეტიკულად საინტერესო გახდა.