აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ნინო ნიჟარაძის ინფორმაციით, ბათუმში ახალგაზრდა ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
"ბათუმში გვაქვს ერთი შესაძლო შემთხვევა, ერთი პირი გადაყვანილია ბათუმის ინფექციური პათოლოგიის ცენტრში. ჯერ სრული ეპიდემიური ანალიზი არ შეკრებილა. ვიცით ის, რომ ეს არის ახალგაზრდა ქალი, იტალიიდან გამოემგზავრა 2 მარტს და ის იმყოფებოდა თვითიზოლაციაში. აქტიურად თანამშრომლობდა ჩვენთან და იცავდა ყველა წესს.
მას აქვს 37.3 გრადუსი ტემპერატურა, ლაბორატორიული ტესტირებისთვის ახლა აიღებენ ნიმუშებს და გვეცოდინება პასუხი" - განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.