უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატად ნინო ქადაგიძის დასახელდა 

10 მარტი 2020, 16:09 2696 ნახვა

დღეს, 10 მარტს, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატად იუსტიციის საბჭოს წევრებმა ნინო ქადაგიძე წარადგინეს. ნინო ქადაგიძე იმ მოსამართლეებს შორის იყო, რომელსაც არასამთავრობო სექტორი ე.წ. ჩინჩალაძე-მურუსიძის კლანის წევრად მოიაზრებს. 

დღეს მისი კანდიდატურა ამ პოსტზე იუსტიციის საბჭოს წევრებმა - გიორგი მიქაუტაძემ, დიმიტრი გვრიტიშვილმა და კიდევ ორი წევრმა დაასახელეს. 

საბჭოს არამოსამართლე წევრებმა - ანა დოლიძემ და ნაზი ჯანიზაშვილმა პროცესი "დემოკრატიულობანას თამაშად" შეაფასეს. თქვეს, რომ ეს ცუდად დადგმული სპექტაკლი იყო.

ეს არის კლანის სტანდარტის კონსულტაციები და ჰგონიათ, რომ ამით გამჭვირვალობას, ან რამე ტიპის ვალდებულებას შეძენენ ამ პროცესს“, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

გიორგი მიქაუტაძემ კი მათ კონსრტრუქციულობისკენ მოუწოდა. ანა დოლიძემ კენჭისყრაზე უარი თქვა და პროცესი დატოვა.  ქადაგიძემ 12 წევრის მხარდაჭერა მიიღო, კენჭისყრაში 13 წევრი მონაწილეობდა. 

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, 9 მარტს, რამდენიმეკვირიანი შუალედის შემდეგ გამართულ სხდომაზე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პარლამენტისთვის წარდგენასთან დაკავშირებით იმსჯელა. აღსანიშნავია, რომ საბჭოს მიერ წინასწარ გამოქვეყნებულ დღის წესრიგში აღნიშნული საკითხი არ იყო მითითებული და საზოგადოებას წინასწარ არ ჰქონდა ინფორმაცია, რომ სწორედ 9 მარტის სხომაზე მოხდებოდა აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა. 

2018 წლის აგვისტოში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.  უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობა დღემდე ვაკანტურია.

 

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი