შეშფოთებული ვარ სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის ცნობებით - ეუთოს წარმომადგენელი

10 მარტი 2020, 15:32 3138 ნახვა

„შეშფოთებული ვარ საქართველოში, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ტელევიზიისა და რადიოს ძირითადი პერსონალის ზოგიერთი წარმომადგენლის თანამდებობიდან გადაყენებისა და გადადგომის გამო“, — წერს მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოს სპეციალური წარმომადგენელი ტვიტერზე.

ჰარლემ დეზირი ამბობს, რომ შეშფოთებულია აჭარის მაუწყებელში ბოლო დროს განვითარებული მოვლენებით და სარედაქციო პოლიტიკაში მენეჯმენტის ჩარევის შესახებ ცნობებით.

 

Worried about recent dismissals & resignations of some Public Broadcaster Adjara TV & Radio key staff in #Georgia, and about reported management’s interference in its editorial policy. Independent service public broadcaster plays a vital societal role & is key to media freedom.

— OSCE media freedom (@OSCE_RFoM) March 10, 2020

„დამოუკიდებელი საზოგადოებრივი მაუწყებელი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საზოგადოებრივ როლს ასრულებს და უმთავრესია მედიის თავისუფლებისთვის“, – წერს მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოს სპეციალური წარმომადგენელი. 

როგორც ცნობილია, მაუწყებლის მენეჯერს საინფორმაციო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი შორენა ღლონტი, საინფორმაციო სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე, მაია მერკვილაძე და საინფორმაციო გამოშვების 8 საათიანის წამყვანი თეონა ბაკურიძე უჩივის. მათ სამართლებრივ მხარდაჭერას, არასამთავრობო ორგანიზაცია EMC და საია უზრუნველყოფს. 

გუშინ მაუწყებლის ალტერნატიული პროფკავშირების და ახალი ამბების სამსახურის წარმომადგენლებმა შეხვედრები გამართეს დედაქალაქში.  მაუწყებლის თანამშრომლები შეხვდნენ ოპოზიციისა და მმართველი გუნდის დეპუტატებსაც. შეხვედრა გაიმართა ამერიკის საელჩოს წარმომადგენლობასთან. მანამდე კი EMC-ის ოფისში პრესკონფერენცია ჩატარდა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში