ბათუმში ძალიან თბილა, 10 მარტს 26 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი

09 მარტი 2020, 14:38 2015 ნახვა

ხვალ, 10 მარტს აჭარაში მზიანი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. სანაპირო ზოლში ტემპერატურა +21, +26 გრადუსამდე მოიმატებს, პერიოდულად იქროლებს აღმოსავლეთის თბილი ფიონური ქარი 15-20 მეტრ წამამდე, მთაში კი +17, +22 გრადუსი იქნება. 

10 მარტი

ბათუმი - მზიანი ამინდი. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა: ღამით +15 დღისით +26 გრადუსი.

ქობულეთი - პერიოდულად ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15- მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა: ღამით +14 დღისით +24

შუახევი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ჰაერის ტემპერატურა: ღამით +9 დღისით +21

ხულო - პერიოდულად ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ჰაერის ტემპერატურა: ღამით +5 დღისით +18

ქედა - პერიოდულად ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ჰაერის ტემპერატურა: ღამით +10 დღისით +23

გოდერძის უღელტეხილი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ჰაერის ტემპერატურა: ღამით -1 დღისით +12

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი