2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე მანდატების თანაფარდობით ჩატარდება. ამის შესახებ დღეს, ოპოზიცია და მმართველი გუნდი შეთანხმდა. როგორც აშშ-ს ელჩთან არაფორმალური შეხვედრის დასრულების შემდეგ პოლიტიკოსებმა განაცხადეს, შეთანხმებას ხელი ყველა პარტიამ მოაწერა.
ასევე, პოლიტიკოსები შეთანხდნენ, იმაზეც, რომ პარტია, რომელიც 40%-იან მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს, მთავრობის დაკომპლექტებას ვერ შეძლებს. რაც შეეხება ბარიერს, ის 1%-იანი იქნება.