ანზორ ბოლქვაძის მიერ შევსებულ დეკლარაციებში აღმოჩენილი დარღვევები და არგუმენტები, რომლითაც აჭარის მაღალმთიანეთის მაჟორიტარი ამ გარემოებას ხსნის. „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ გამოიკვლია, რომ ბოლქვაძე მისი ოჯახის წევრების ქონებასა და სამეწარმეო საქმიანობის შესახებ ინფორმაციას მალავს.
ორგანიზაციის კვლევის მიხედვით, „ანზორ ბოლქვაძის 2019 წლის დეკლარაციის და საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ მაჟორიტარს ოჯახის საკუთრებაში არსებული 4 ქონება და სამეწარმეო საქმიანობაში მონაწილეობის 7 ფაქტი არ აქვს მითითებული“. ჩვენი გადამღები ჯგუფის გამოჩენამ ხულოში და ამ თემაზე რეპორტაჟის მომზადება დეპუტატი გააღიზიანა. კვლევას კი, მის წინააღმდეგ აგორებულ შავ პიარს უწოდებს.