მაუწყებლის ახალი ამბების სამსახურში დაძაბული ვითარებაა. მას შემდეგ რაც გიორგი კოხრეიძემ არ გაითვალისწინა გუნდის შეთავაზება, მედიაციის პროცესში დროებით ანალიტიკური ჯგუფის რედაქტორები დაენიშნა მოვალეობის შემსრულებლებად და უფროსად გიორგი აბაზაძე დანიშნა, ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა. დღეს გიორგი აბაზაძეს ვკითხეთ რატომ აიღო მან ამაზე პასუხისმგებლობა და ხომ არ არის ზეწოლის ქვეშ. იყო ხმამაღალი კამათი და სიტყვიერი დაპირისპირება. აბაზაძე რამდენიმე წუთში გავიდა ნიუსრუმიდან, შემდეგ გადავიდა რადიოში და იქ გამოიძახეს სასწრაფო დახმარება.
იგი ამჟამად კლინიკაში რჩება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. დაძაბული ვითარების განსამუხტად ჩვენ მოვუწოდეთ დირექტორს გადადგას ადეკვატური ნაბიჯები. მოვუწოდეთ მრჩეველთა საბჭოსაც. განცხადება გაავრცელა ალტერნატიულმა პროფკავშირმაც, რომელიც ვითარებას საგანგაშოს უწოდებს. გაერთიანება სახალხო დამცველის ჩართულობას ითხოვს. თავის მხრივ ფირუზ ბოლქვაძემ მიმართა სახალხო დამცველს, ამასთან ტელევიზიაში მენეჯმენტმა ჟურნალისტების წინააღმდეგ მოკვლევა დაიწყო, მე კი ჩემს ჟურნალისტურ საქმიანობას ჩამომაშორა.