“მედია ადვოკატირებისათვის” სახალხო დამცველს აჭარის მაუწყებლის შესახებ ანგარიშის მომზადებას სთხოვს 

06 მარტი 2020, 17:27 1128 ნახვა

კოალიცია “მედია ადვოკატირებისათვის” სახალხო დამცველს აჭარის მაუწყებლის შესახებ სპეციალური ანგარიშის მომზადების თხოვნით მიმართავს. განცხადებაში წერია, რომ ობიექტური და დამოუკიდებელი არხის სარედაქციო პოლიტიკის ცვლილების მცდელობის საფრთხე აშკარაა, შექმნილი ვითარება კი საგანგაშო ხასიათს ატარებს.

''არხის მენეჯმენტისა და მრჩეველთა საბჭოს მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებებმა არაერთხელ დაგვარწმუნა, რომ საფრთხის წინაშე დგანან მაუწყებელში დასაქმებული კრიტიკული აზრის მქონე თანამშრომლები, რომლებიც ცდილობენ დაიცვან სარედაქციო დამოუკიდებლობა.

გვაქვს მოლოდინი, რომ მათ მიმართ გამძაფრდება დევნის და დისკრიმინაციის შემთხვევები.

ვფიქრობთ, კრიტიკულია საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეის, როგორც ღირებულების შენარჩუნების საკითხიც. მიგვაჩნია, რომ პოლიტიკური ინტერესებით მოტივირებული ხელოვნური კრიზისები აფერხებს საჯარო დაფინანსებით მოქმედ საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომლის საქმიანობის უმთავრეს მიზანს საზოგადოებისთვის გავლენებისგან თავისუფალი, მიუკერძოებელი, საზოგადოებრივი ინტერესების შესაბამისი და მრავალფეროვანი პროგრამების მიწოდება წარმოადგენს. შექმნილმა ვითარებამ ქმედითი დახმარების საჭიროების წინაშე დაგვაყენა.

მოგმართავთ თხოვნით, კვლავაც განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოთ საზოგადოებრივი მაუწყებლის სტანდარტის შენარჩუნებას და მოამზადოთ სპეციალური ანგარიში სსიპ “საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს” შესახებ'' - წერია გავრცელებულ განცხადებაში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი