სალომე ზურაბიშვილმა ილაპარაკა გაუგებარ ამბებზე - ხელისუფლების ოპონენტები

04 მარტი 2020, 20:40 1272 ნახვა

სალომე ზურაბიშვილმა ილაპარაკა გაუგებარ ამბებზე, მას ჰქონდა ზოგადი გამოსვლა ყველაფერზე და არაფერზე - ასეთია ხელისუფლების ოპონენტების შეფასებები საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლაზე. სხდომას არ დაესწრნენ დამოუკიდებელი დეპუტატები, ბოიკოტის რეჟიმშია ოპოზიცია. გარეთ კი აქტივისტებმა აქცია გამართეს.

სალომე ზურაბიშვილი დღეს ანგარიშით პარლამენტის წინაშე მეორედ წარსდგა. პოლიტიკურად მძიმე 2019-ის ფონზე, პრეზიდენტს ე.წ. გავრილოვის ღამის მოვლენები არ უხსენებია. არ უსაუბრია პროპორციულის ჩაგდებაზე. თქვა რომ დიალოგი მნიშვნელოვანია და დაპირისპირებამ საქართველოს საგარეო და საშინაო ინტერესები არ უნდა დააზარალოს.

პოლიტიკაზე მეტად ზურაბიშვილმა რამდენიმე მიმართულებაზე გააკეთა აქცენტი, მათ შორის თქვა, რომ საქართველოს მოსახლეობა უმადურობასა და თვითგვემაში ჩაკარგული ვერ აფასებს, თუ რამდენ წარმატებას მიაღწია საქართველომ ბოლო ათწლეულების განმავლობაში. პროგრესს ხედავს ზურაბიშვილი სასამართლო რეფორმაშიც. უფრო მეტს რაზე ისაუბრა პრეზიდენტმა და როგორ შეაფასეს გამოსვლა.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი