"დედის დღეს გილოცავთ! დედას ქართული კულტურისთვის, ტრადიციებისთვის უდიდესი დატვირთვა აქვს. დედა არის ქალი და მას აქვს თავისი უფლებები, რომელიც ირღვევა, ხშირად - უხეშად.
ზოგჯერ მხოლოდ სადღეგრძელოთი ვიფარგლებით და საქმით საკადრის პატივსცემას და ზრუნვას არ ვიჩენთ. საჭიროა მეტი ძალისხმევა სახელმწიფოს და საზოგადოების მხრიდან, რომ დედა დავაფასოთ, რომ დედებს არ კლავდნენ და მათზე არ ძალადობდნენ. თუ ის, ვისაც ლომის წვლილი მიუძღვის მომავალი თაობის აღზრდაში, თავად იქნება არასწორი ფასეულობების მატარებელი ან დაუცველი, ეს მომავალ თაობებზეც ცუდად აისახება. უნდა გავუფრთხილდეთ დედებს, თუ გვინდა, რომ ჩვენს სამშობლოს ღირსეული მომავალი ჰქონდეს" - წერს სოციალურ ქსელში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო კილაძე.
დეპუტატის მიმართვაში მთავარი აქცენტი ქალების მიმართ ძალადობას ეხება, რომლის სტატისტიკა მზარდია. ოჯახში ქალებზე ძალადობის ფაქტებს ადასტურებს შინაგან საქმეთა სამინისტროც, სახალხო დამცველი და ქალთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებიც.
2020 წელს, სახალხო დამცველის ინფორმაციით, ოჯახში ძალადობის შედეგად 3 ქალი მოკლეს, ხოლო 3 ქალს მკვლელობის მცდელობა ჰქონდა.
2019 წელს ოჯახში ძალადობის შედეგად 7 ქალი გარდაიცვალა - მოკლეს ან თავი მოიკლა. ათიათასობით შემაკავებელი ორდერი გამოიწერა და 4 000 მეტი პირი მიეცა პასუხისგებაში.
2018-დან 2020-წმალდე საერთო მონაცემებით, კი საქართველოში 40 ქალი მოკლეს. ნინო ლომჯარია ამბობს, რომ სასმართლო ფემიციდს არ ითვალისწინებს, ამიტომ გენდერის ნიშით ქალების მოკვლის სტატიტიკა ცალკე აღებული არ გვაქვს.
ამბობს, რომ გაიზარდა ძალადობის შესახებ შეტყობინების რაოდენობა, თუმცა გასაუმჯობესებელია მათზე რეაგირების მექანიზმი.
2014-2018 წლებში საქართველოში 135 ქალი მოკლეს და დიდი ნაწილი, სწორედ ოჯახურ ძალადობის შედეგად. 64 შემთხვევაში გამოიკვეთა ოჯახური დანაშაული, ხოლო 71 შემთხვევაში- სხვა მოტივი.
ამავე პერიოდში ქალების მკვლელობის მცდელობის 69 ფაქტი დაფიქსირდა პოლიციაში, საიდანაც 46 შემთხვევაში ოჯახის წევრი ძალადობდა.
NDI ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის 2018 წლის კვლევების ფარგლებში გამოიკვეთა, რომ ქალაქებში მცხოვრები ქალებისთვის ყველაზე პრობლემურ საკითხად ოჯახში ძალადობა დასახელდა.
გამოკითხულთა 81 პროცენტი ამბობდა, რომ ქალებისთვის ოჯახში ძალადობა პრობლემაა, 20 პროცენტი კი ამ საკითხს არ ეთანხმებოდა.