თურქეთის მოთხოვნით ჩრდილოატლანტიკური საბჭო საგანგებო კონსულტაციებს გამართავს

28 თებერვალი 2020, 20:00 1266 ნახვა

სირიაში, იდლიბის პროვინციაში მიმდინარე მოვლენების გამო თურქეთის მოთხოვნით,  ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საბჭო შეიკრიბება. ნატოს 29 წევრი ქვეყნის ელჩები კონსულტაციებს გამართავენ. საქმე ეხება ალიანსის მე-4 მუხლს, რომლის თანახმადაც ქვეყანას შეუძლია მოითხოვოს მოკავშირეებთან კონსულტია,მაშინ როდესაც ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და უსაფრთხოებას საფრთხე ემუქრება.

საჰაერო თავდასხმის შედეგად მინიმუმ 29 თურქი ჯარისკაცი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა სირიის ჩრდილო-დასავლეთში. ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაშავებულების რაოდენობა გაცილებით მეტია. ოფიციალური ანკარის ცნობით, თავდასხმა სირიის სამთავრობო ძალებმა განახორციელეს. ამასთან ამბობენ, რომ წინა კვირაში ამ რეგიონში მიმდინარე თავდასხმებში რუსული რეაქტიული თვითმფრინავები იყვნენ ჩართულები. BBC წერს, რომ სირიული ძალები, რომლებსაც ზურგს რუსეთის ფედერაცია უმაგრებს, ცდილობენ ქალაქი იდლიბი წაართვან პირებს რომელთა უკანაც, თავის მხრივ, თურქი ჯარისკაცები დგანან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში