ხელისუფლება ამბობს, რომ საარჩევნო მოდელზე შეთანხმების ვადა იწურება - ოპოზიციის პროტესტი

28 თებერვალი 2020, 18:35 1401 ნახვა

უმრავლესობის მიერ ოპოზიციისთვის მიცემული ვადა საარჩევნო სისტემის მოდელზე შესათანხმებლად იწურება. გავრცელებული ინფორმაციით, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით კონსესუსის მიღწევის მიზნით ხელისუფლებასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის მორიგი არაფორმალური შეხვედრა უნდა გაიმართოს. ოპოზიციური პარტიები თანხმდებიან, რომ კომპრომისამდე მისასვლელად გარკვეული წინაპირობები უნდა შესრულდეს - ეს არის 20-21 ივნისის მოვლენებისას დაკავებულების გათავისუფლება და პოლიტიკური დევნის შეწყვეტა.

გამოიძებნება თუ არა ოპოზიციასთან საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით საერთო ენა ჯერჯერობით კვლავ უცნობიაა, თუმცა ფაქტია, რომ უკვე იწურება საარჩევნო სისტემის ცვლილებისთვის საჭირო დრო და შეთანხმების გარეშე შესაძლოა კვლავ არსებული საარჩევნო მოდელი შენარჩუნდეს. უმრავლესობაში ამბობენ, რომ მათ აქვთ კომპრომისის მზაობა, რომელიც არაერთხელ იყო შეთავაზებული. გია ვოლსკი ამბობს, რომ  იდევ არის  გარკვეული ინიციატივები და პრინცპიპული საკითხები და ფიქრობს, რომ  მოლაპარაკებას ხელი არ უნდა შეეშალოს. 

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი