აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე სოციალურ ქსელში, მისი პრესამსახურის მიერ მხარდამჭერების მობილიზაციის ფაქტს ადასტურებს. კატეგორიულად უარყოფს ბოტების გამოყენების ფაქტს და ირწმუნება, რომ იქეთ ებრძვიან ნაცბოტებისა და ნაცმედიას.
''თქვენ სკანდალად შერაცხეთ ის წერილი, სადაც მობილიზაციაზე იყო საუბარი? პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ჩემი თანამშრომლების და განსკუთრებით პრესსამსახურის მიმართ მადლობის მეტი არაფერი მეთქმის. თქვენც კარგად ნახეთ, რომ რა თქმა უნდა მობილიზება კეთდება, იმიტომ რომ ჩვენ ვებრძოლოდ ნაცმედიას, მათ შორის ნაცბოტებს. ერთმნიშვნელოვნად მინდა გითხრათ, რომ ჩვენ არ ვიყენებთ ბოტებს, ამიტომ არავის არ აქვს საფუძველი ინერვიულოს. მადლობა ჩვენს მხარდამჭერებს ძალიან მობილიზებული მოქმედებისთვის და არავის მივცემთ საშუალებას ბოტებით და ტროლებით შემოგვიტიონ'', - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
25 თებერვალს, აჭარის მთავრობის ფეისბუქ ჩატში, სადაც ჟურნალისტებს პრესრელიზებს უგზავნიან, პრესამსახურის თანამშრომელმა შეცდომით ჩააგდო შეტყობინება, რომელიც, სავარაუდოდ, შიდა ჩატისთვის იყო განკუთვნილი.
სკანდალური არა თავად შეცდომა, არამედ იმ შეტყობინების შინაარსი გახდა, სადაც ეწერა: "23 საათზე იცით, რომ ვართ უკვე სვოტში. გავაკეთებთ ლაივს თავმჯდომარის გვერდზე იმედიდან, მაგრამ თქვენი დახმარება იქნება საჭირო როგორც თავმჯდომარის, ასევე იმედის გვერდზეც. შემოგვასევენ ბოტებს და ორივეგან დაგვჭირდება ბრძოლა ;) ვთხოვოთ ჩვენებს" - დაწერა ჩატში ერთ-ერთმა პრესამსახურის თანამშრომელმა.
მოგვიანებით პოსტი წაიშალა და მთავრობის პიარსამსახურის მეორე თანამშრომელმა დაწერა, რომ მანამდე ჩავარდნილი კომენტარი, მისი თანამშრომლის ფანტაზიის ნაყოფი იყო, რომელსაც ჰქონდა სიცხე. თქვა, რომ ეს აჭარის მთავრობის მუშაობის სტილი არ არის.
კიდევ უფრო მოგვიანებით, განმარტება წერილობით გაკეთდა. ამჯერად მობილიზაციის შესახებ მტავრობამ ნაწილობირვ დაადასტურა და თანამშრომლის სიცხიან გალუცინაციას ეს მესიჯი აღარ დაბრალდა. თუმცა, ხაზგასმით თქვეს, რომ ამ აქტივობაში მხოლოდ პრესსასმახური იყო ჩართული.
"ბოლო პერიოდში სოციალურ სივრცეში გახშირებულია ინფორმაციის დამახინჯების ფაქტები. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური იმყოფება სრულ მზადყოფნაში საზოგადოების შეცდომაში შეყვანის თავიდან აცილების მიზნით. გუშინ გავრცელებული შეტყობინებით, პრესსამსახურის ერთ-ერთმა თანამშრომელმა საზოგადოებასთან ურთიერთობის თანამშრომლებს პირდაპირი ეთერის დროს მოსალოდნელი „ფეიქ-ნიუსების“ მონიტორინგისკენ და შეკითხვებზე საპასუხო რეაგირებისკენ მოუწოდა.
შეტყობინებაში ნათქვამია: „შემოგვასევენ ბოტებს და დაგვჭირდება ბრძოლა,“ რაც პრესსამსახურის თანამშრომლების სათანადო რეაგირებისკენ მოწოდებაა. ამ შეტყობინებას მიეცა არასწორი ინტერპრეტაცია. საუბარია არა ხელოვნურად ვინმეს მობილიზებაზე, არამედ ე.წ. „ბოტებისგან“ და „ფეიქ-ნიუსებისგან“ - წერია პიარსამსახურის განცხადებაში.
ლაივზე, სადაც "მისიანებს" უხმობდნენ, მაუწყებელმა ძირითადად საბიუჯეტო ორგანიზაციებისა და საჯარო მოხელეების მხარდამჭერი პოსტები ნახა - "წარმატებები ჩვენს ლიდერს". აგრესიული ან ფეიკნიუსების შემცველი კომენტარები, თითქმის არ იძებნებოდა.