გადაუვადდება თუ არა სასჯელი დეკანოზ მამალაძეს 5 მარტს გადაწყდება 

27 თებერვალი 2020, 18:32 1740 ნახვა

გადაუვადდება თუ არა სასჯელი დეკანოზ მამალაძეს 5 მარტს, საპყრობილეში ჩანიშნულ სასამართლო სხდომაზე გადაწყდება.

დღევანდელი სხდომა ხმაურისა და მწვავე განცხადებების ფონზე წარიმართა, რომელიც მოსამართლის ინიციატივით გადაიდო. თავად მსჯავრდებული სასამართლო სხდომას არ დასწრებია.

მოსამართლის გადაწყვეტილებას მამალაძის ოჯახის მხრიდან პროტესტი მოჰყვა. დეკანოზის ძმა დარწმუნებულია, რომ სამკურნალო დაწესებულებაში სხდომის გამართვის მითითება მოსამართლემ ხელისუფლებისგან და საპატრიარქოდან მიიღო, რათა საზოგადოებამ დეკანოზის მდგომარეობა არ ნახოს.

საპატრიარქო გააკრიტიკა ჭყონდიდის ყოფილმა მიტროპოლიტმა პეტრე ცაავამაც.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი