გიორგი მამალაძის სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით სასამართლო დღეს იმსჯელებს

27 თებერვალი 2020, 10:02 1241 ნახვა

გაითვალისწინებს თუ არა სასამართლო ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულ გიორგი მამალაძის უფლებადამცველის შუამდგომლობას, განაჩენის აღსრულების გადავადებასთან დაკავშირებით - ამ კონკრეტული საქმის არსებითი განხილვა დღეს იწყება, მოწმის სახით ექსპერტები დაიკითხებიან.

"ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" იურისტის ქეთი ჩუთლაშვილის თქმით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა ადასტურებს, რომ დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმეა, რაც სასჯელის გადავადების საფუძველს იძლევა. სასამართლო რამდენიმე წუთში პირველ საათზე უნდა დაიწყოს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი