ირაკლი დარცმელიძე მრჩეველთა საბჭოს გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა

20 სექტემბერი 2016, 00:00 4205 ნახვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრი, ირაკლი დარცმელიძე მრჩეველთა საბჭოს მიერ გუშინ გავრცელებულ განცხადებას აპროტესტებს, მისი თქმით, საბჭოს განცხადება ერთობლივი არ არის და ის მხოლოდ საბჭოს ორმა წევრმა გააკეთა. დარცმელიძეს მრჩევლეთა საბჭოს თავმდჯომარის მოვალეობის შემსრულებელი პასუხობს, ნატა იმედაიშვილი განმარტავს, რომ ბრალდება უსაფუძვლოა. 

დირექტორის არჩევის წესის შესახებ დოკუმეტი მესამე სექტორრმა გააკრიტიკა,  მათი განცხადებით, მრჩეველთა საბჭომ მხოლოდ ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებული შენიშვნები გაიზირა, ყველაზე მნიშვნელოვანი კი კონკურსანტებისთვის ტელევიზიის განვითარების სტრატეგიული გეგმის წარმოდგენის ვალდებულებაა. მედია ექსპერტების შეფასებით დოკუმენტს კანონთან მიმართებაში პრობელმები არ გააჩნია, თუმცა ყველაფერი კანონში ვერ გაიწერება და აუცილებელია შენიშვნების მთავარი ნაწილი გათვალიწინებული იქნას. შეგახსენებთ, მრჩეველთა სბაჭიოს 4 წვერიდან დოკუმენტის დამტკიცებაში ერთმა წევრმა ირაკლი დარცმელიძემ მონაწილეობა არ მიიღო, მიზეზად ნატა იმედაიშვილს ასახელებს, იმედაიშვილი კი განმარტავს, რომ კანონი არ ზღუდავს  აღნიშნული პოზიცია ეკავოს. აქვე გეტყვით, რომ მრჩეველთა საბჭომ ერთობლივი განცხადება გუშინ გაავრცელა.

ამავე კატეგორიაში