რა ნაბიჯს გადადგამს ახლა საქართველოს ხელისუფლება, უკვე ღიად და აშკარად დადასტურებული რუსული კიბერშეტევის შემდეგ? ეს დღის ერთ-ერთი მთავარი კითხვაა. ათასობით ვებ-გვერდის გათიშვის შემდეგ რუსული უწყებების მიერ კიბერ თავდასხმა ახლახან დამტკიცდა, ამას რუსული მხარე უარყოფს, საქართველოს პარტნიორები კი საქართველოს ღია მხარდაჭერას უცხადებენ და რუსულ აქტივობებს გმობენ. განცხადება დღეს პრემიერ მინისტრმა გააკეთა, გიორგი გახარიას თქმით, კიბერშეტევასთან დაკავშირებით სტრატეგიული პარტნიორების მხარდაჭერით გამოძიება გრძელდება. მას ჰკიტხეს იმაზეც, თუ რატომ არ ახსენა გუშინ რუსეთიდან წამოსული ჰიბრიდული ომი ტვიტერზე განცხადების გავცრელებისას. რაც შეეხება გამოძიებას - ის რომ ამაში ქვეყანას პარტნიორების მხარდაჭერა დასჭირდება, ამაში ოპოზიცია პრობლემას ვერ ხედავს, აქ ახლა იმას ეჭვობენ სამომავლოდ ეს შემთხვევა არ გამოიყენოს ხელისუფლებამ უკანონო „მოსმენებისთვის.“