ნაციონალური მოძრაობის ბრალდება

19 სექტემბერი 2016, 00:00 3935 ნახვა

არჩევნების შესაძლო გაყალბებაზე საუბრობენ  "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში".  პეტრე ზამბახიძე  ამომრჩევლების სიაზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ სიები რეალობისგან რადიკალურად განსხვავდება, რადგან რეგისტრირებულ იურიდიულ მისამართებზე მოსახლეობის უმეტესობას ან არასოდეს უცხოვრია, ან მოცემულ მომენტში არ ცხოვრობს. მისივე ინფორმაციით, ბათუმის  70-ე საარჩევნო ოლქზე ასეთი 100 მეტი შემთხვევაა. ზამბახიძე რეაგირებისთვის მიმართავს ბათუმის 79-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესა და არასამთავრობო ორგანიზაციებს.  ერთერთი ადრესატი  ციალა შავაძე პასუხობს “ნაციონალური მოძრაობის” წევრს.  

ჩვენ მხოლოდ “სამართლიანი არჩევნების” აჭარის ფილიალის ხელმძღვანელთან მოვახერხეთ დაკავშირება. მადონა ბერიძემ გვითხრა, რომ კომენტარს მონაცემების შესწავლის შემდეგ გააკეთებს. 

ბექა რომანაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი