რუსეთის მხრიდან კიბერთავდასხმის მიზანი, საქართველოს სუვერენიტეტისადმი ძირის გამოთხრა იყო - გიორგი გახარია

20 თებერვალი 2020, 19:52 1763 ნახვა

საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია კიბერშეტევის საქმეს ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე გამოეხმაურა და განაცხადა:

"გასული წლის ოქტომბერში საქართველოს სახელმწიფომ, მედიამ და ბიზნესსუბიექტებმა სრულიად უგუნური კიბერთავდასხმა განიცადეს. ეს შეუწყნარებელი აქტი მიზნად ისახავდა ჩვენი სუვერენიტეტისადმი ძირის გამოთხრას. დიდად ვაფასებთ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ჩვენი პარტნიორებისა და მოკავშირეების ძლიერ მხარდაჭერას"- წერს პრემიერ მინისტრი.

გიორგი გახარიამ დასავლელ პარტნიორებს, მათ შორის აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოსა და გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სახელმწიფო მდივანს, დომინიკ რააბს საქართველოს ძლიერი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ქართული მხარის მიერ ჩატარებული გამოძიებით  და საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთთანამშრომლობის შედეგად მიღებული ინფორმაციის შესაბამისად, აღნიშნული კიბერშეტევა დაიგეგმა და განხორციელდა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს მიერ.

შეგახსენებთ:  ფართომასშტაბიანი კიბერშეტევა 2019 წლის 28 ოქტომბერს განხორციელდა. საიტებზე ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ფოტო გამოჩნდა წარწერით: ''მე დავბრუნდები''.

''კიბერშეტევა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, სასამართლო სისტემის, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოების, სახელმწიფო, კომერციული და მედია ორგანიზაციების ვებ-გვერდებზე, სერვერებსა და სხვა მართვით სისტემებზე. 

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბრალდებას უპასუხა და განაცხადა, "რომ არ აპირებდა და არც აპირებს რაიმე ფორმით ჩარევას საქართველოს შიდა საქმეებში"

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი