ნატო-ს „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ ფორმატში ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს სხდომას დაესწრო საქართველოს თავდაცვის მინისტრი. უწყების ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრების დონეზე გამართული შეხვედრა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა გახსნა.
მისიაში მონაწილე ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებმა უსაფრთხოების გამოწვევებსა და მისიის მიმდინარეობის შესახებ იმსჯელეს. ირაკლი ღარიბაშვილი ნატოს შტაბ-ბინაში ესტონელ და ფრანგ კოლეგებს შეხვდა.