ირაკლი კობახიძემ და კახა კალაძემ ევროპარლამენტში ვიზიტის შემდეგ მიუნხენის აეროპორტიდან ვიდეომიმართვა გაავრცელეს. “ქართული ოცნების” წევრებმა ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე ერთობლივი რეზოლუციის ჩავარდნაში ოპოზიცია დაადანაშაულეს.