''ქართული ხმების'' კონცერტი

19 სექტემბერი 2016, 00:00 2394 ნახვა

ბათუმის ხელოვნების ცენტრში ანსამბლ  ''ქართული ხმების'' სოლო კონცერტი გაიმართა. შესრულდა ჰიტებად ქცეული ცნობილი კომპოზიციები. ქართულ პოლიფონიას ემოციის გარეშე არ  ჩაუვლია, მაყურებელს ლეგენდარულმა ანსამბლმა სიურპრიზი მოუწყო, ,,ქართულმა ხმებმა” კონცერტის დასასრულს სიმღერა ბათუმზე შეასრულა. მათ ბისზე გამოსვლას მოუხდათ.  ,,ქართული ხმების” კონცერტი ხელოვნების ცენტრში ,,Batumi music fest”-ის  ფარგლებში ჩატარდა, რომელიც ელისო ბოლქვაძის პატრონაჟით იმართება. დღეს სცენას ამერიკელი დირიჟორი, ფილიპ მანი დაიკავებს. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში