უგულავას დაკავება - პოლიტიკური შეფასებები

11 თებერვალი 2020, 20:11 1600 ნახვა

მელიას, ოქრუაშვილის, რურუას, ხაზარაძის შემდეგ უგულავას დაპატიმრებას, მიუხედავად შესაძლო რადიკალურად განსხვავებული პოზიციებისა ახლა უკვე მთელი ოპოზიციური სპექტრი, ოცნების ყოფილი თანაგუნდელები, სამოქალაქო საზოგადოება, ქვეყნის პარტნიორები ერთიანად პოლიტიკურ პატიმრობას უწოდებენ. ბევრი ამბობს, რომ სამართლებრივი საკითხი და დანაშაული აქ არაფერ შუაშია - თავში კი შემდეგია - როგორ, რა დროს და რა ვითარებაში, ვის მიერ იქნა დაკავებული უგულავა.

ეს არის სილა რომელიც გააწნეს პარტნიორებს, ეს არ არის უგულავას საქმე - ეს არის საქმე  - დასავლეთი, თუ ჩრდილოეთი? - ეს გიორგი მარგველაშვილის შეფასებაა. ყოფილი პრეზიდენტი ამბობს, რომ ამ გადაწყეტილებით ბიძინა ივანიშვილმა დასავლეთს კარი გაუხურა, ეს პროცესი კი ქვეყანას რუსეთამდე მიიყვანს. ხელისუფლებას აკრიტიკებს გიორგი კვირიკაშვილიც.  ოპონენტები აცხადებენ, რომ მმართველი გუნდი პოლარიზაციას და დაძაბულობას უკვე აშკარად უწყობს ხელს. 

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი