სინოპტიკოსების პროგნოზით, დღეიდან გამოიდარებს და მომდევნო 2 დღე უნალექო იქნება, თუმცა ღამით ისევ ყინვაა მოსალოდნელი. წუხელ ბათუმში, ჰაერის ტემპერატურა -4 გრადუსამდე დაეცა. კოლხეთის დაბლობზე კი - 8 გრადუსი დაფიქსირდა.
სანაპირო კურორტებზე, ღამით ყინვა - 4 გრადუსამდე გაძლიერდება. მაღალმთიანეთში -22, -24, მთაში - 9, -11, დაბლობში -6, -8 გრადუსამდე. დღეს და ხვალ გზებზე, ლიპყინული შენარჩუნდება. თოვლის ინტენსიური ცვენის გამო მეტეოროლოგები მოქალაქეებს, მაღალი შენობების ქვეშ სიარულისგან თავის არიდებას ურჩევენ.
foto: მზია მართალიშვილი