კინორეჟისორი ზაზა ხალვაში, სოფელ გეგელიძეებში დაკრძალეს

08 თებერვალი 2020, 19:03 3107 ნახვა

კინორეჟისორი ზაზა ხალვაში, სოფელ გეგელიძეებში დაკრძალეს. მანამ კი სამოქალაქო პანაშვიდი 2 დღე, წმ. ნიკოლოზის სახელობის ტაძარში მიმდინარეობდა. 62 წლის რეჟისორი 4 თებერვალს, თბილისში გარდაიცვალა. იგი არაერთი ცნობილი ქართული ფილმის რეჟისორია, რომლებმაც  ადგილობრივი და საერთაშორისო ჯილდოები მოიპოვეს.

ზაზა ხალვაშის ყველაზე პოპულარული და წარმატებული ფილმი "ნამეა", რომელიც საერთაშორისო ფესტივალების საპროგრამო ჩვენებებში მოხვდა.  ის იყო ცნობილი ქართული სერიალის "მგლების ხორუმის" რეჟისორიც.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი