5 წლიანი დავის შემდეგ 5 წევრიან ოჯახს საკუთარი საცხოვრებელი იძულებით დაატოვებინეს. ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე ცეცხლაძეების ოჯახის გამოსახლებას, ისინი პროცესის შეჩერებას საკუთარი ძალებით შეეცადნენ.
მათ 40 ათასის ნაცვლად უკვე 150 ათასი დოლარი უნდა გადაეხადა, რაც ბუნებრივია ვერ შეძლეს. მევახშეს სახლი უკვე აუქციონზე აქვს გაყიდული. შესაბამისად დღევანდელი მოლაპარაკებებიც უშედეგო იყო.