საქართველოს ჩოგბურთელთა ნაკრებმა ფედერაციის თასის ჯგუფური ეტაპი მოიგო

07 თებერვალი 2020, 12:23 1936 ნახვა

დღეს, 7 თებერვალს ჩოგბურთში ფედერაციის თასის პლეი-ოფის მატჩები გაიმართება. საქართველოს ეროვნული ნაკრები ფინეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. თუ ქართველები ფინელების დამარცხებას შეძლებენ საქართველოს ქალთა ნაკრები დაწინაურდება და ევრო-აფრიკული ზონის მეორე ჯგუფიდან პირველ ჯგუფში გადაინაცვლებს. საქართველოს ნაკრებს სამიდან სამი გამარჯვება აქვს, გოგონებმა ტუნისის ისრაელის და მოლდოვის დამარცხება შეძლეს. 4 თებერვალს საქართველოს ნაკრები ისრაელის ნაკრებს დაუპირისპირდა . ეკატერინე გორგოძემ და მარიამ ბოლქვაძემ ერთეულთა თანრიგში მოწინააღმდეგეები დაამარცხეს.

სამწუხაროდ ოქსანა კალაშნიკოვამ და ზოზია ქარდავამ წყვილთა თანრიგში გამარჯვება ვერ მოიპოვეს და პირველი საასპარეზო დღე 2-1 საქართველოს ნაკრების გამარჯვებით დასრულდა.

5 თებერვალს ქართველმა სპორტსმენებმა მოლდოვეთის ნაკრები მშრალი ანგარშით დაამარცხეს. ეკატერინე გორგოძე და მარიამ ბოლქვაძე კვლავ ერთეულთა თანრიგში მონაწილეობდნენ, ხოლო წყვილთა მატჩი ახალგაზრდა მარიამ დალაქიშვილმა და ზოზია ქარდავამ გამართეს და მოწინააღმდეგეები 2 სეტში დაამარცხეს.

6 თებერვალს საქართველოს ნაკრები მესამე გუნდს, ტუნისის ნაკრებს დაუპირისპირდა . ეკატერინე გორგოძემ ერთეულთა თანრიგში კვლავ იმარჯვა და მოწინააღმდეგე 6-1 6-3 დაამარცხა.

ტუნისელ ჩოგბურთელთან გამკლავება მარიამ ბოლქვაძემ ვერ შეძლო, ხოლო წყვილთა გათამაშებაში ოქსანა კალაშნიკოვამ და ეკატერინე გორგოძემ გაიმარჯვეს და საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში