მსოფლიო მედიის ინფორმაციით, ბრიტანელმა მეცნიერებმა ახალი კორონავირუსის ვაქცინა შეიმუშავეს

06 თებერვალი 2020, 10:42 1531 ნახვა

მსოფლიო მედიის ინფორმაციით, ბრიტანელმა მეცნიერებმა ახალი კორონავირუსის ვაქცინა შეიმუშავეს, რომლის ცდები ცხოველებზე მომავალ კვირას დაიწყება. ლონდონის იმპერიული კოლეჯის ლორწოვანი ინფექციების და იმუნიტეტის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, პროფესორ რობინ შათოქის თქმით, მათ იმედი აქვთ, რომ ვაქცინის ტესტირება ადამიანებზე ზაფხულში დაიწყება.

ჩინეთში, ახალი კორონავირუსით ბოლო ერთი დღის განმავლობაში კიდევ 73 ადამიანი გარდაიცვალა და დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 563-ს მიაღწია. მათივე ინფორმაციით, ქვეყანაში 3,694 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც იმას ნიშნავს, რომ დღემდე ჩინეთში ვირუსით 28  ათას 18 ადამიანია დაინფიცირებული.

დაავადების 20 შემთხვევა დაფიქსირდა იაპონიის სანაპიროსთან საკრუიზო ხომალდის ბორტზე. გემის ბორტზე სულ 3700-მდე ადამიანი იმყოფება. გარდა ამისა, ჩინეთს ფარგლებს გარეთ, ვირუსი 27ქვეყანაშია დაფიქსირებული.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში