სტამბოლში, გოქჩენის საერთაშორისო აეროპორტში სამგზავრო თვითმფრინავი ასაფრენი ბილიკიდან მოცურდა. ამ დროს ბორტზე 177 მგზავრი იმყოფებოდა.
ავარიის შედეგად, თვითმფრინავის კორპუსი სერიოზულად დაზიანდა, თუმცა თურქული მედიის ცნობით მსხვერპლი არ არის. ყველა მგზავრის ევაკუირება დროულად მოხდა. თვითმფრინავი იზმირი-სტამბოლის რეისს ასრულებდა.