ორ პირს გაუმართავ ავტომობილებზე ყალბი საბუთების გაცემას ედავებიან

04 თებერვალი 2020, 10:04 1754 ნახვა

რ პირს გაუმართავ ავტომობილებზე ყალბი საბუთების გაცემას ედავებიან ,  გამოძიება მათ უფლებამოსილების  ბოროტად გამოყენებას და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება - გასაღებას ედავება. 

გამოძიების ვერსიით, ავტომანქანების  ტექნიკური ინსპექტირების დროს, ცენტრის ორი თანამშრომელი,  გურიის რეგიონში მდებარე სერვის ცენტრებში, ტექნიკურად გაუმართავ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე ყალბ დასკვნებს გასცემდნენ.


საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220 - ე და 362 - ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი