საქართველოში პური ისევ გაძვირდა - მონაცემებს საქსტატი აქვეყნებს. ცნობისთვის, 2 წლის წინ პურის გაძვირების საკითხის შესწავლა მაშინდელმა პრემიერმა კონკურენციის სააგენტოს დაავალა. მაშინაც ფასი 5-დან 10 თეთრამდე გაიზარდა, თუმცა არც 2018-ში, არც 2019-ში და არც 2020-ში ჯერ კონკრეტული მიზეზი არავის დაუდგენია, ან არავის გაუსაჯაროვებია - საჯაროა გაძვირებული პროდუქტის მზარდი ფასი. არ ვიცით როდის ან რას იტყვის კონკურენციის სააგენტო, მაგრამ სპეციალისტები პროდუქტზე ფასების ზრდას ზოგადად ლარის კურსს უკავშირებენ. ფასები გაიზარდა სხვა ბევრ პროდუქტზეც. ცნობისთვის, ასეთი მაღალი ინფლაცია ბოლო რამდენიმე წელია იანვარში არ დაფიქსირებულა.