საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესია პიკეტირების ფონზე გაიხსნება, ოპოზიცია განხილვებში მონაწილეობის მიღებას არ გეგმავს და დილიდან პარლამენტის წინ „სირცხვილის კორიდორის“ მოწყობას აპირებს, აცხადებენ რომ პროტესტი გაგრძელდება მანამ, ვიდრე მმართველი გუნდი პროპორციულ არჩევნებზე გადასვლის დანაპირებს არ შეასრულებს. ხელისუფლებისთვის საარჩევნო სისტემის შესაძლო ცვლილებებზე საუბარი მხოლოდ დიალოგის ფორმატშია მისაღები. ოპოზიციას ისინი პარლამენტის მუშაობაში ხელის შეშლასა და დესტრუქციულ ქმედებებში ადანაშაულებენ