აჭარის მთავრობაში განმარტეს, რომ დეკემბერში ხელფასი და ერთჯერადი ჯილდო „საჯარო სამსახურის შესახებ“ და „საჯარო დაწესებულებაში შრომითი ანაზღაურების შესახებ“ კანონების შესაბამისად გაიცა.
საჯარო სამსახურის შესახებ კანონით კი მოხელისთვის ფულადი ჯილდო წახალისების საშუალებაა, რომელიც შეფასების შედეგების შესაბამისად გაიცემა დაკისრებული ფუნქციის ზედმიწევნით შესრულებისა ან განსაკუთრებული სირთულის მნიშვნელოვანი ფუნქციის შესრულებისა და ხანგრძლივი კეთილსინდისიერი სამსახურისთვის.