საქართველოს მასშტაბით, ათობით სოციალურ მუშაკს ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ ცნობა დღეს ჩაბარდათ. მათ შორის არიან აჭარის სოციალური სააგენტოს თანამშრომლებიც, რომლებიც ხელფასების ზრდის პარალელურად, კადრების დამატებას და სამსახურის გაძლიერებას ელოდნენ.