აჭარაში ციტრუსის მოსავალმა წელს 50 ათას ტონას გადააჭარბა - მინისტრი

29 იანვარი 2020, 10:20 1734 ნახვა

აჭარაში ციტრუსის საკოორდინაცოო შტაბმა მუშაობა დაასრულა. ციტრუსის სეზონი აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა შტაბის წევრებთან ერთად შეაჯამა. წინასწარი ინფორმაციით, მოსავლის რაოდენობამ 50 ათას ტონას გადააჭარბა. აქედან ექსპორტირებულია 32 ათასი ტონა, რაც შტაბის ინფორმაციით 5 % ით აღემატება 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. ტიტე აროშიძის ინფორმაციით, მსგავსი მაჩვენებელი ბოლო 10 წლეულების მანძილზე პირველად დაფიქსირდა. სამინისტროს ინფრომაციით, საექსპორტო ქვეყნებს წელს დაემატა სლოვენია, მოლდოვა , ლიეტუვა , პოლონეთი ყატარი და სინგაპური.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი