ბათუმში, დაახლოებით 10 ლოკაციაზე საავტომობილო გადაადგილება შეზღუდულია

28 იანვარი 2020, 18:31 2882 ნახვა

ბათუმში, დაახლოებით 10 ლოკაციაზე საავტომობილო გადაადგილება შეზღუდულია. თვენახევრის განმავლობაში ქუჩები გადაკეტილი იქნება ქალაქის სხვადასხვა მონაკვეთში _  ჯავახიშვილის ქუჩაზე, გორგილაძისა და ვახტანგ გორგასლის ქუჩებს შორის არსებულ მონაკვეთში, ფიროსმანის ქუჩაზე, ხახუტაიშვილისა და გენერალ აბაშიძის ქუჩების მიმართულებით, ასევე, ინასარიძის ქუჩის მონაკვეთზე და ლეონიძის ქუჩაზე.

გადაკეტილია პუშკინისა და ჯავახიშვილის ქუჩების გზაჯვარედინი. რამდენიმე დღეში რუსთაველის ქუჩის ნაწილიც გადაიკეტება და შემოვლითი გზით მოუწევთ მძღოლებს გადაადგილება. მერიის ინფორმაციით, მიზეზი მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის მეოთხე ფაზის ფარგლებში წყალარინების სისტემების რეაბილიტაციის პროექტია.  ბათუმის ვიცე-მერის ჯაბა ტუღუშის განცხადებით, ქუჩების ერთდროულად გადაკეტვისა და სამუშაობის დაწყების მიზეზი საერთაშორისო პროექტის ვადებია. მისი თქმით, მიწისქვეშა კომუნიკაციების სამუშაობის მნიშვნელოვანი ნაწილი ტურისტულ სეზონამდე უნდა დასრულდეს.  

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი