უკრაინაში დაფიქსირებული კორონავირუსი, ჩინეთში გავრცელებული ვირუსის ტიპის არ არის

27 იანვარი 2020, 16:33 1611 ნახვა

უკრაინული მედიის ინფორმაციით, კიევში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. საეჭვო ვირუსზე სინჯი 67 პაციენტს აუღეს, აქედან 12 სხვადასხვა სახეობის ვირუსი დაუდასტურდა, ერთს კი კორონოვირუსზე დადებითი პასუხი მოუვიდა.

კიევის საქალაქო ლაბორატორიულ ცენტრში განმარტავენ, რომ ეს არ არის ჩინური კორონავირუსი. 

ჩინეთში ახალი ვირუსი პირველად დეკემბერში დაფიქსირდა, ევროპულ ქვეყნებში კი რამდენიმე დღის წინ გამოჩნდა. 

თითქმის ყველა ქვეყანაში მგზავრებს აეროპორტებში ამოწმებენ. საეჭვო სიმპტომების მქონე მოქალაქეები კი კლინიკებში დამატებითი კვლევებისთვის გადაჰყავთ. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში