ლევან ხაბეიშვილს ექსპერტიზა ჩაუტარდება

25 იანვარი 2020, 18:06 1061 ნახვა
00:00
00:00

თბილისის საკრებულოში მომხდარ ინციდენტზე ლევან ხაბეიშვილი პოლიციის სამმართველოში გამოკითხეს. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გამოძიების კითხვებს ადვოკატთან ერთად პასუხობდა. ცნობილია, რომ მას დაზიანებებთან დაკავშირებით ექსპერტიზა ჩაუტარდება.

უფლებადამცველის თქმით, საქმე აუცილებლად უნდა გადაკვალიფიცირდეს , რადგან ოპოზიციონერ დეპუტატს ოპონენტები ჯგუფურად გაუსწორდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროში კი  გამოძიება ძალადობის მუხლით  მიმდინარეობს. დეპუტატებს შორის ინციდენტი საკრებულოში სარევიზო კომისიის სხდომაზე გუშინ მოხდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში