ბათუმის პიაცაზე სამხედრო ფიცის მიღების ცერემონია გაიმართა. 64 მოსამსახურე დღეიდან თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის მეათე კადრირებულ ბრიგადაში ჩაირიცხებიან და 1 წლის განმავლობაში იმსახურებენ. მათ ფიცის დადებამდე საბრძოლო მომზადების 10 კვირიანი კურსი გაიარეს.