იფიქროს ქვეყანაზე და არა საკუთარ თავზე - სახალხო დამცველი თეა წულუკიანს 

24 იანვარი 2020, 15:17 1221 ნახვა

სახალხო დამცველი, საქართველოს იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს მიმართავს და ამბობს, რომ გუშინ მისი პენიტენციურ სამსახურში ვიზიტის ინფორმაციის გასაჯაროებით კანონი დაირღვა, რადგან პატიმრობაში მყოფ ადამიანებთან სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლების შეხვედრა კომფიდენციალურია. ნინო ლომჯარიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ მიყურადება და თავალთავლი დაუშვებელია. მისი განცხადებით სახალხო დამცველის ინსტიტუტის არსებობის მანძილზე მსგავსი ფაქტი პირველად დაფიქსირდა. 

''გუშინდელი განცხადება წარმოადგენს, იუსტიციის მინისტრის მიერ სახალხო დამცველის ინსტიტუტის წინააღმდეგ დაწყებული პოლიტიკური თავდასხმის კამპანიის გაგრძელებას. სახიფათო და დაუშვებელია მინისტრის მიერ ისეთი უწყების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება, როგორსაც წარმოადგენს სპეციალური პენიტენციური სამსახური, სადაც სასჯელს სხვადსხვა პოლიტიკური შეხედულებისა თუ მსოფლმხედველობის პირები იხდიან. მოცემულ ფაქტს უნდ ამოჰყვეს დაუყოვნებლივი სამართლებრივი რეაგირება და ყველა ის პირი უნდა მიეცეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში, რომელმაც სცადა სახალხო დამცველზე ზემოქმედება, მისი საქმიანობისთვის ხელშეშლის მიზნით'' - განაცხადა ომბუდსმენმა. 

ნინო ლომჯარია მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას დაიწყოს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 352-ე მუხლის შესაბამისად და პასუხისგებაში მისცეს შესაბამისი პირები, მათი სტატუსის მიუხედავად.

საქმე ეხება 23 იანვარს პენიტენციური სამსახურის მიერ სახალხო დამცველის პატიმრებთან შეხვედრის თაობაზე დეტალების გასაჯაროებას. 

ომბუდსმენმა დღეს თეა წულუკიანს შემდეგი სიტყვებით მიმართა: ''შეწყვიტოს სახალხო დამცველი მიმართ უკანონო ქმედებები, იფიქროს ქვეყანაზე და არა საკუთარ თავზე, იფიქროს პატიმრებსა და მათ ოჯახის წევრებზე, იფიქროს რა შედეგები მოჰყვება მსგავს ქმედებებს ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო იმიჯზე''.

ნინო ლომჯარია პარლამენტის თავმჯდომარეს და პრემიერს მოუწოდებს, გააკეთონ სახალხო დამცველის მხარდამჭერი განცხადება, ხოლო მთავრობისგან ითხოვს გარანტიებს, მისი თანამშომლების თავისუფალი საქმიანობის შესახებ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი